LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარტავას ქუჩაზე ხვალ ავტომანქანების მოძრაობა სრულად აიკრძალება

301
shartava

შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 აპრილს შარტავას ქუჩაზე მოძრაობის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 19 აპრილს, შარტავას ქუჩაზე, თბილისის მერიასთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟთან დაკავშირებით, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე ავტომანქანების გადაადგილება სრულად აიკრძალება. სააკაძის მოედნიდან ავტომანქანები იმოძრავებენ საბურთალოს ქუჩის გავლით პეკინის ქუჩის მიმართულებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები