LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარტავას ქუჩაზე, იქ სადაც 8 წლის დათის მანქანა დაეჯახა, აქცია გაიმართება

130
bzamochra (2)

ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის ირაკლი იზორიას განცხადებით, გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულს საქართველოც უერთდება.

კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, იქ სადაც 8 წლის დათი ქოქრაშვილს 31 მარტს მანქანა დაეჯახა, აქცია გაიმართება.

კვირეულის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი არის უსაფრთხო სასკოლო ზონები.

“ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბავშვების მონაწილეობით, როგორც შარტავას ქუჩაზე, ასევე სხვაგან. გლობალურად, სასკოლო ზონების მიმართულებით კამპანია უკვე დაიწყო და ეს გულისხმობს, რომ მაქსიმალური სიჩქარე სასკოლო ზონებთან იყოს 30კმ/სთ.” – აცხადებს იზორია.

მისი თქმით, ეს არის მიღებული პრაქტიკა.

“ამიტომ ჩვენც მოვუწოდებთ ყველას, იგივე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს, მით უმეტეს, თბილისის მერიასაც, რომ 30 კმ/სთ-იანი ზონები შეიქმნას. თუმცა, სადაც საცხოვრებელი ზონებია იქ უფრო ნაკლები იქნება სიჩქარე, შეიძლება, 10, ან 20 კმ/სთ იყოს.” – აცხადებს ირაკლი იზორია

ირაკლი იზორიას განცხადებით სასკოლო ზონების მოწყობა საქართველოში უკვე დაწყებულია და ამ დროისთვის 50-მდე სასკოლო ზონა მოეწყო.

“იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები ამას გულთან ახლოს მიიტანენ, რადგან საქმე ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალს ეხება და 30 კმ/სთ მარჟებს დააწესებენ საქართველოს მასშტაბით,“ – განაცხადა ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე.