თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. სავაჭრო ცენტრში მოვჭრე ქალბატონი ნინი გოგოლაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია, როგორც, მისივე თქმით, ამავე ტერიტორიაზე შარშან გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
„ზემოდენა გოგოები ყვიროდნენ – ხანძარი, ხანძარიო. ჩამოირბინეს და იმათ დარეკეს სახანძროში. მე ქვევით ვმუშაობ სიგარეტებში. მემგონი ქვევით არ არის გავრცელებული ხანძარი. ამბობენ, ზემოთ საწყობი სადაც არის, ელექტროენერგიას გაუჩნდაო. შარშანაც რომ ცეცხლი გაჩნდა, დღემდე პასუხისმგებელი არავინ არის და დღემდე არ ვიცით, რა მოხდა. ალბათ, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. წინა ხანძრის დროს დავზარალდი ბოლო თეთრამდე, მაგრამ ერთი თეთრით არავინ დაგვხმარებია და არავითარი შეღავათი არავის გაუკეთებია ჩვენთვის,“ – აცხადებს ნინო გოგოლაშვილი.
შეგახსენებთ, დამწვარია 200-250 კვადრატული მეტრი ფართი. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.
ცეცხლი მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩნდა.