მსახიობმა გოგონა სახელად ავგუსტი იშვილა. პატარა აშშ-ში დაიბადა, თუმცა მას აფრო-ამერიკული ფესვები აქვს.
წყაროს თანახმად, ტერონი უკანასკნელი 6 თვე სწორედ ბავშვის აყვანის დოკუმენტების მოგროვებით იყო დაკავებული. შეგახსენებთ, რომ მსახიობი უკვე ზრდის 2012 წელს აყვანილ 3 წლის ბიჭს, ჯექსონს.
ჯერ კიდევ ზამთარში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 39 წლის შარლიზი მეორედ გახდებოდა დედა, თუმცა მაშინ ყველა მიიჩნევდა, რომ საუბარი ბიოლოგიურ შვილზე იყო, რომლის გაჩენასაც მსახიობი შონ პენისგან, თუმცა წყვილი ერთმანეთს ზაფხულში დაშორდა.