LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

142
1

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

თუ მიშელი არჩევნებში გაიმარჯვებს, ის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს. ოფიციალურად მიშელი EU-ს საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე უნდა იყოს.

არჩევნები მიმდინარე წლის ივნისშია დაგეგმილი.

როგორც politico წერს, ევროკავშირის ლიდერები მის შემცვლელზე რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეთანხმდნენ. თუ ისინი არჩევანს დროულად ვერ გააკეთებენ, შეხვედრებს უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი უხელმძღვანელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები