გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს მთავარი მოწმეები ანი გაბეჩავა და გური ამირხანაშვილი გამოიკითხებიან.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.
რამდენჯერმე შეცვლილი ჩვენების შემდეგ გური ამირხანაშვილს ჯვარედინი წესით დაკითხავენ.
უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ საქმის მთავარი მოწმე სასამართლოზე სიმართლეს იტყვის. 5 პირს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, სხეულის მსუბუქი დაზიანებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებენ.