LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდში ბრალდებულ სამ პირს ამნისტია შეეხო 

125
1-44

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდში ბრალდებული სამი პირის საბა გოგშელიძის, საბა ჩხარტიშვილის და ირაკლი წაქაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. ინფორმაცია “ფორტუნას” შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ დაუდასტურა.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ვახტანგ ჩიქოვანის ჩვენება, რომ “არ არის წინააღმდეგი, მასზე ძალადობაში ბრალდებულებს – საბა გოგშელიძეს, საბა ჩხარტიშვილსა და ირაკლი წაქაძეს ამნისტია შეეხოთ”.

ცნობისთვის, საბა გოგშელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან მალევე დააკავეს და გასული წლის 11 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მათ ბრალი აგარაკის ეპიზოდზე სსსკ-ის 120-ე და 126-ე მუხლებით ედებოდათ. ამ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც ძალადობას და სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ამნისტია შეეხო.

მორაგბე ვასილ მახარაძეს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა – ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებულების განაჩენი ცნობილია

ნასვამი იყო შაქარაშვილი, ალბათ, თვითონ გადაგორდა, აუხსენით დედამისს, რომ უბედური შემთხვევაა – მსჯავრებულის დედა

“ისიც არ იცი, რომ ბავშვს 19 წლის განმავლობაში ერთხელაც არ დაულევია” – გიორგი შაქარაშვილის და მსჯავრდებულის დედას პასუხობს

შაქარაშვილის საქმის განაჩენი – რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა