19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან ერთერთის – თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს. ადვოკატი შუამდგომლობის დაყენებას დღევანდელ სასამართლოზე აპირებს. ფოფხაძეს მოსამართლის მიერ მიღებული ობიექტური გადაწყვეტილების იმედი აქვს, თუმცა აცხადებს, რომ ისევე როგორც პირველ შემთხვევაში, დღესაც შესაძლოა სასამართლომ ღირსეული თავისუფლება ვერ დაადასტუროს.
“არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, თუმცა, ვაპირებთ აღკვეთის ღონისძიების ცვლილებასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენებას, შევდივართ გირაოთი. არგუმენტები ის გახლავთ, რომ საზოგადოებრივი წნეხის და სხვადასხვა გარემოების გამო სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე პირველ სასამართლოზე ვერ იყო და ვერ დაადასტურა თავისი ღირსეული თავისუფლება, ვფიქრობ, დღესაც იდენტური სიტუაცია იქნება. საქმის გარემოებები, ტომები გასქელდა, მაშინ 7 ტომი იყო, ახლა 22-მდე ვართ ასული”, – აცხადებს ფოფხაძე.
ჩვენ დავაყენებთ გირაოს საკითხს სასამართლოზე – დაკავებული მორაგბეების ადვოკატი
შეგახსენებთ, რომ თენგო ბარბაქაძე გიორგი შაქარაშვილგიორგიის საქმეზე დაკავებულებს შორის ერთ-ერთია, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით აქვს წარდგენილი.
მოწმე ვახტანგ ახვლედიანის ახალი ჩვენების თანახმად, შაქარაშვილს ბოლომდე მორაგბე არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი არ გაკიდებიან