LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ, მათ შორის არასრულწლოვნებსაც

183
BeFunky-collage (3)

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ შესაძლებელია დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის ნაწილში, უახლოეს მომავალში დაუმძიმდეთ, მათ შორის არასრულწლოვნებსაც. დავით ყაზარაშვილის განმარტებით, ახალი ბრალდების წარდგენა შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვებისთანავე მოხდება. პროკურორის განცხადებით, სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილება, რითაც 11-ივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა, საფუძვლიან არგუმენტებს ემყარება, ვინაიდან, მისივე განმარტებით, არსებობს მიმალვის ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

„იცით, რომ განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგაც უამრავი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. რაც შეეხება ბრალდების დამძიმებას, არ არის გამორიცხული, როგორც არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ, შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში ბრალდებულებს დაუმძიმდეთ ბრალდება. აღნიშნული იქნება მაშინვე, როგორც კი საკმარისი მტკიცებულებები იქნება. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და 11-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა. რაც შეეხება საფუძვლებს და არგუმენტებს, რითაც ეს გადაწყვეტილება იყო განპირობებული, არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე”, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11-ვე ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

 

საქმის პროკურორის განმარტებით, ბრალი ერთმა მხოლოდ ნაწილობრივ აღიარა, დანარჩენები კი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან. ყარაზაშვილის თქმით, დამატებითი კითხვები დაისმება გამოძიების პროცესში, სასამართლო კი არ არის ის ადგილი, სადაც მოწმის გამოკითხვა გამოძიების ეტაპზე ხდება.

“გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი იქნებოდა სრულყოფილი თანამშრომლობა, რასაც ადგილი დღემდე არ აქვს. აღნიშნული პირის მიერ დანაშაულის ნაწილობრივ აღიარება არ არის ისეთი არსებითი გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას“ – აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მცხეთის სასამართლოზე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ 11-ვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები