LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 3 ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 14 მარტს გამოცხადდება

227
BeFunky-collage (1)

მცხეთის რაიონული სასამართლომ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე 3 ბრალდებულს პატიმრობა 16-წლიანი მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე, ბიძინა სტურუამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

16 წელით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს. რაც შეეხება 2 არასრულწლოვანს –  ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს, მათი განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.

გადაწყვეტილების მოსასმენად მცხეთის რაიონულ სასამართლოში მივიდა 19 წლის ფეხბურთელის დედაც.

 

შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას 5 ბრალდებულს: არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს და კიდევ 2 არასრულწლოვანს –  ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან. დაკავებული 5 პირიდან ბრალს არცერთი აღიარებს.

საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ განაჩენი უკანონოა და არანაირი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან.

ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.

ამავე თემაზე:

ყველას ვნახავ პასუხისგებაში მიცემულს ამ უსამართლო გადაწყვეტილებისთვის: შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატი

ეს არის მოსამართლის ბინძური გადაწყვეტილება, საქმეს სტრასბურგში გავასაჩივრებთ: შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრებულების ადვოკატები

“სამართალი აღსრულდა” – ანი შაქარაშვილის პირველი კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

ეს იყო ჩადენილი დანაშაულის ზუსტი, იდენტური ასახვა – მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ოჯახი განაჩენით კმაყოფილია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები