გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის დედა, თამუნა შალვაშვილი სოციალურ ქსელში საჯარო მადლობას იხდის. საქმე ისაა, რომ ხატმწერმა ნიკოლოზ კიკვიძემ 19 წლის ფეხბურთელის ხსოვნას ჯვარი მიუძღვნა.
სწორედ მის პოსტს აზიარებს თამუნა შალვაშვილი და საჯარო მადლობას უხდის.
“ეს ჯვარი შევქმენი ჩემი მეუღლის თხოვნით. ჯვარი რომელიც ეძღვნება გიორგი შაქარაშვილის (შაქარას) უკვდავ სულს. საჩუქრად გიოს იმიერ საქართველოში ჩემი ოჯახისაგან”
https://www.facebook.com/tamuna.shalvashvili.7/posts/3246164668813494