გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულ ვახტან ჩიქოვანის მშობლებს მიმართავს.
„თქვე არაადამიანებო, ერთადერთი უდანაშაულო ადამიანი, რომელიც წყეულ დაბადების დღეზე იმყოფებოდა იყო ჩემი ძმა, რომელიც დღეს მიწაში წევს! და თქვენ ისიც არ გინდათ, რომ თქვენმა მკვლელმა შვილებმა სასჯელი მოიხადონ !!! N1 დამნაშავეა შენი შვილი ვახტანგ ჩიქოვანი და 17 წელი ციხის იატაკის ხეხვას ვერ აცდება !!!
ამდენ არაფრის მომტან წივილს, მიწა გათხარე და შიგ ცოცხლად ჩაწექი, მკვლელი შვილი რომ გაზარდე “!!! – წერს ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველომ შაქარაშვილის საქმეში დახმარება ისრაელს სთხოვა. ბრალდებული ვახო ჩიქოვანის ტელეფონიდან გამქრალია მასალები, რომლის აღდგენა საქართველოში ვერ მოხერხდა. ფაილების აღსადგენად საქართველო ისრაელს მიმართავს.
მშობლებმა კი „ტვ პირველთან“ განაცხადეს, რომ გამოძიება ტყუის. მათი განცხადებით, ვახო არის 100%-იანი მართალი ყველაფერში, უნდათ, რომ უდანაშაულო ბავშვებს შეაწმინდონ სხვისი მკვლელობა.