LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შაქარაშვილი მოკლეს თბილისიდან ჩასულმა სრულწლოვანმა დამნაშავეებმა” – რა ინფორმაცია აქვს ნიკა გვარამიას

838
ნიკა გვარამია

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე “მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი, მხოლოდ პირველი სერიაა.

„ისრების გადაწევა თინეიჯერების ძველბიჭურ მენტალიტეტზე და ამის გამო მომხდარ შაქარაშვილის ტრაგედიაზე, ნარატივის სახელისუფლებო კალაპოტია. არასრულწლოვანებს შორის ჩხუბი ამ ყველაფრის მხოლოდ პირველი სერიაა. მთავარი და საშინელი – გაგრძელებაა.

შაქარაშვილი მოკლეს თბილისიდან ჩასულმა, სრულწლოვანმა დამნაშავეებმა. დიახ, ქურდული მენტალობის და გავლენების, და დიახ, გავლენიანი მფარველების მქონეთ.

"ჩემს შვილს პოლიციელმა ჯერ კეფაში, შემდეგ ზურგში ჩაარტყა"- შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის მამა

"რაც ჩვენ გვინდა, ის უნდა დაწეროო, ეუბნებოდნენ. იქ ვიყავი, მაგრამ დაღუპული მეცოდებოდა, არაუშავს, ჩემ შვილს მოხვდეს, ოღონდ სიმართლე თქვას-მეთქი ვფიქრობდი."

ვინ და როგორ, რატომ არ ვიცოდით დღემდე არაფერი, რატომ მოხდა დაკავებები მხოლოდ დღეს ამდენი მძიმედ დაზარალებულის და ერთი გარდაცვლილის საქმეზე, რაში სჭირდება სიკვდილის მიზეზის დადგენას აგერ უკვე ათი დღე“, – წერს ნიკა გვარამია საკუთარ facebook გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 9 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათ შორის რაგბისტები და ძიუდოისტი. შსს არ გამორიცხავს ამ პირთა წრის გაფართოებას და ბრალის დამძიმებას. 

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში იპოვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები