LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შანსი იმისა, რომ ყაზბეგი ეპიდემიოლოგიურ რუკაზე წითელ ზონად მოინიშნოს, თითქმის არ არსებობს – ყაზბეგის მერის მოადგილე

103
imedinews-ss

ყაზბეგის მინიციპალიტეტის მერის მოადგილე აცხადებს, რომ შანსი იმისა, რომ ყაზბეგის რეგიონი საქართველოს ეპიდემიოლოგიურ რუკაზე წითელ ზონად მოინიშნოს, თითქმის არ არსებობს.

ის აღნიშნავს, რომ ინფიცირების პირველივე შემთხვევების გამოვლენისთანავე, ადგილობრივმა მოსახლეობამ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა.

“ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებმა გამოიჩინეს უდიდესი პასუხისმგებლობა და მიიღეს ეპიდემიოლოგიურ კვლევებში მონაწილეობა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციისთვის” – განაცხადა ყაზბეგის მინიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ქირიკაშვილმა.

ცნობისთვის, ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის 1321 შემთხვევაა დადასტურებული.

განკურნებულთა რაოდენობა სულ 1088-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597 პირი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები