შანხაიში დანით შეიარაღებული მამაკაცი სკოლას თავს დაესხა, რასაც ორი მოსწავლე ემსხვერპლა. თავდასხმა უცხო ენების საერთაშორისო დაწყებით სკოლაზე განხორციელდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულები არიან ასევე ერთი მოსწავლე და ერთი ქალი.
ინციდენტი სკოლის შესასვლელში მოხდა. თავდამსხმელი 29 წლის მამაკაცია. ის ქალსა და სამ ბავშვს მოულოდნელად დანით დაესხა თავს. მიღებული ჭრილობებისგან ორი მოსწავლე ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს.
მსგავსი შემთხვევა შანხაიში აპრილშიც მოხდა. 28 წლის მამაკაცმა დანით სკოლის შვიდი მოსწავლე მოკლა.