შანხაი ტურისტებით ყველაზე მეტ ფულს შოულობს. ტურიზმისა და მოგზაურობის საერთაშორისო კომისიამ ყოველწლიური კვლევა ჩაატარა და დაადგინა, თუ რა გავლენას ახდენს ტურიზმი ამა თუ იმ ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაზე. წლევანდელ რეიტინგში სულ 72 ქალაქი მოხვდა და პირველი პოზიცია შანხაიმ დაიკავა. ჩინეთის ქალაქში ტურისტებმა 2017 წელს 35 მილიარდი დოლარი შეიტანეს. მეორე ადგილს პეკინი იკავებს და მისი შემოსავალი 32,5 მილიარდი დოლარი იყო, ლიდერთა სამუელს კი 28 მილიარდით პარიზი ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ტოპ-ათეულში ასევე – ნიუ-იორკი, ორლანდო, ტოკიო, ბანგკოკი და ლას-ვეგასიც მოხვდნენ.