LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შანგრი ლაში” სამი კვირის განმავლობაში 300 000 ლარი გათამაშდება

157

სამორინე „შანგრი ლა თბილისი“ საქართველოსთვის უპრეცედენტო გათამაშებების   საპრიზო   ფონდს აცხადებს.  როგორც ”ფორტუნას” სამორინეად აცნობეს, საპრიზო ფონდი მაგიდის თამაშების მოთამაშეთათვის შეადგენს   200 000     დოლარს, ხოლო  ავტომატებზე მოთამაშეთათვის – 100000   ლარს.

”ჩვენი სამორინეს   ყველა   მოთამაშე   მიიღებს   შანს მოიგოს   მნიშვნელოვანი   ფულადი   პრიზი. ლატარეების ახალი სერია დაყოფილია სამ ნაწილად, რომლებიც გათამაშდება   სამი   კვირის   განმავლობაში:   100000   აშშ   დოლარი VIP- მოთამაშეებისათვის, 100000 ლარი სლოტ მოთამაშეებისათვის და 100000 აშშ დოლარი   მაგიდის   თამაშების   ყველა მოთამაშეთათვის.   სამორინეს სტუმრებისათვის   ყველაზე   სასიამოვნო  ისაა,   რომ ამ   ლატარეების  ბილეთების გამოწერა ხდება   ყოველკვირეული   და   ყოველთვიური   გათამაშებების პარალელურად. შესაბამისად, მოთამაშეებს უბრალოდ ეძლევათ მოგების კიდევ ერთი შანსი რაიმე დამატებითი სათამაშო კრიტერიუმებისათვის შესაბამისობის საჭიროების გარეშე”, – განაცხადეს ”შანგრი-ლაში”.

მათივე ცნობით,  „შანგრი  ლა“-ს  გათამაშებები  გამოირჩევა იმით,  რომ  ყველა გამოცხადებული პრიზის გათამაშება გარანტირებულია და პრიზების გადაცემა მოთამაშეთათვის ხდება მაშინვე, სამორინეს სტუმრების თვალწინ, შესაბამისად, არ წარმოიქმნება არანაირი ეჭვი, რომ ფულს ღებულობენ რეალური გამარჯვებულები.

”300 000   სერიის   გათამაშებები   დაგეგმილია   26   ნოემბრიდან   სამი   კვირის განმავლობაში,   შაბათობით.   შესაბამისი  გათამაშებების   ბილეთების   გამოწერა მოხდება გათამაშების დღემდე, შესაბამისად, რაც მალე დაიწყებს მოთამაშე მათ შეგროვებას,  მით  უფრო მეტი  შანსი ექნება. მაგრამ   მოგებისათვის საბოლოო ჯამში საჭიროა მხოლოდ ერთი ბილეთი”, – განმარტეს სამორინეში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები