კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ განხილვა, რომელიც კანის კინოფესტივალზე დაიწყო, დღესაც აქტიურად გრძელდება, მით უფრო, რომ რამდენიმე დღის წინ კრიმინალური კომედიის პრემიერას ჰოლივუდმა უმასპინძლა.
ფილმი მთავარი როლის შემსრულებლებმა წარმოადგინეს, რომლებიც სრული შემადგენლობით გამოცხადნენ პრემიერაზე. მარგო რობიმ Chanel-ის ქათქათა თეთრი კაბით მოხიბლა პუბლიკა და ფოტოგრაფების მთავარ სამიზნეზად იქცა, ბრედ პიტმა და ლეონარდო დიკაპრიო კი, მხოლოდ გვერდი დაუმშვენეს ულამაზეს ქალბატონს.