დღეს, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში, სავარაუდოდ, შანაი ბრუკის ძმა გამოიკითხება. ის საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.
მკვლელობასთან დაკავშირებით, გამოკითხვები თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დღესაც გაგრძელდება.
პოლიციას ავსტრალიის მოქალაქის მკვლელი, ამ დრომდე არ დაუკავებია. საგამოძიებო უწყებამ სავარაუდო დამნაშავის ფოტო-რობოტი შეადგინა.