LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შალვა პაპუაშვილმა გვითხრა, რომ აღმაშენებელი იყო კოლაბორაციონისტი“ – პაატა მანჯგალაძე

150
პაატა-მანჯგალაძის-კომენტარი-ჟურნალისტებთან-პოზიცია-და-შეფასებები

„შალვა პაპუაშვილმა გვითხრა, რომ აღმაშენებელი იყო კოლაბორაციონისტი და ის ევროპისკენ არ მიდიოდა“ – ასე გამოეხმაურა რადიო „ფორტუნას“ ეთერში პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნება“ დავით აღმაშენებლის მიდგომებს განასახიერებს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ  ხელისუფლება პროპაგანდით არის დაკავებული და მთავარი კითხვა,  რომელიც უნდა დავსვათ არის ის, თუ რატომ გარბიან საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან.

შალვა პაპუაშვილი: თუკი ვინმე დღეს დავით აღმაშენებელს განასახიერებს, ეს არის „ქართული ოცნება“

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში, 2022 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

პაატა მანჯგალაძემ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რომ პარლამენტის მთავარი მთავარი გამოწვევა არის ისტორიული შანსი, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამისთვის კი 12 რეკომენდაციიდან 11 უნდა შესრულებულიყო.

„არც საარჩევნო რეფორმა, არც სასამართლო რეფორმა არ არის ფუნდამენტური. ანტიკორუფციული სააგენტო შექმნეს და ღარიბაშვილს დაუქვემდებარეს. სახალხო დამცველთან დაკავშირებით რა ქნეს, შეარჩიეს დამოუკიდებელი კანდიდატი? ყველაფერი საწინააღმდეგო გააკეთეს რასაც ითხოვდნენ. ეს არის ოცნების სახე. ქართველები გარბიან და მათ ადგილს რუსეთის მოქალაქეები იკავებენ“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ გადაცემაში „დღის თემა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები