LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი ვიქტორ ორბანის წერილზე: ეს არის ევროკავშირის შიდა დისკუსიები, რომელშიც არ და ვერ ჩავერთვებით, ჩვენ ჩვენი საკითხი გვაინტერესებს

168
ფორტუნა (34)

ეს არის ევროკავშირის შიდა დისკუსიები, რომელშიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ და ვერ ჩავერთვებით. ჩვენ ჩვენი საკითხი გვაინტერესებს. ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია გვაქვს და ამას არაფერი უშლის ხელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს არის ევროკავშირის შიდა დისკუსიები, რომელშიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ და ვერ ჩავერთვებით. ჩვენ ჩვენი საკითხი გვაინტერესებს. ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია გვაქვს და ამას არაფერი უშლის ხელს. ვხედავთ, რომ ამას საჯაროდ არც ერთი ქვეყანა კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, ამიტომ, ველოდებით გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საქართველოში საუბარია, რომ განხილვა იყოს პაკეტად თუ ა.შ. არ ვიცი, შარშან, ივნისში, არ იყო ეს პაკეტი? რატომ იყო სხვადასხვა გადაწყვეტილებები? ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არაფერი უშლით ხელს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ. ამიტომ, მხოლოდ პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველოდებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ითხოვს, მომავალ კვირას, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე თავიდან აიცილონ რაიმე გადაწყვეტილების მიღება უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებებზე და მოუწოდებს შარლ მიშელს, არ მოიწვიოს ევროპული საბჭო უკრაინის საკითხზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები