LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: მინდა უკრაინას სოლიდარობა გამოვუცხადო, მთავარი ამოცანა ახალი ომის არდაშვებაა

127
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და აცხადებს, რომ მთავარი ამოცანა უკრაინაში ახალი ომის არდაშვებაა.

როგორც პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომის დაწყებისას განაცხადა, ომის არდაშვება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს და მთლიანად რეგიონის ინტერესში უნდა იყოს.

„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა.

დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება. ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენი ძალისხმევა, საქმე და სიტყვა უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთკენ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში. შესაბამისად ეს არის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ინტერესში, ასევე მთლიანად რეგიონის ინტერესში.

მნიშვნელოვანია და კრიტიკული არის დასავლეთის ერთიანობა, იმისთვის რომ არ იქნას დაშვებული საომარი მოქმედებები უკრაინაში. ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ვმოქმედებთ ამ კომუნიკაციის შესაბამისად“, – განაცხადა შალვაა პაპუაშვილმა.

საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინისა და უკრაინელ ხალხს – ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით: დავით ზალკალიანი

უკრაინას აქვს ჩვენი მხარდაჭერა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება და შეგიძლიათ ამით იხელმძღვანელოთ: კახა კალაძე

მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, ჩვენს პარტნიორებს: ირაკლი ზარქუა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები