„ISFED-მა უნდა უპასუხოს საზოგადოებას, ხსნიან თუ არა ულტიმატუმს, რომ ჰქონდეთ გადამწყვეტი ხმა მთავრობის დაკომპლექტებაში, თუ ხსნიან, შეუძლიათ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა“, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
მისივე განმარტებით, ISFED-ს მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობის მიღების არანაირი დემოკრატიული ლეგიტიმაცია არ გააჩნია და შესაბამისად, პროცესი ყოველგვარ დემოკრატიული ფარგლებს მიღმაა.
პაპუაშვილის თქმით, თუკი ISFED კვლავ გააგრძელებს ულტიმატუმის ენით საუბარს, ამ შემთხვევაში კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე რთული იქნება საუბარი.
„რამდენიმე დღეა ვხედავთ მცდელობას, რომ აღქმით იყოს მანიპულირება, ნაცვლად ფაქტებისა. ფაქტები სინამდვილეში არის მარტივად. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციას „სამართლიანი არჩევნები“. გახსოვთ, რომ ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მეორე დღეს, 24 ივნისს, მათ შორის ISFED-ის ორგანიზებით, გაიმართა აქცია, სადაც ISFED-მა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტს ერთკვირიანი ულტიმატუმი წამოუყენა, რომ პარლამენტს უნდა დაეთხოვა მთავრობა და შეერჩია ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომლის ფორმირების პროცესში ISFED-ს და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ, ექნებოდათ ვეტოს უფლება. მათ ეს ულტიმატუმი ბოლომდე ვერ მიიყვანეს, რადგან ხალხმა ზურგი აქცია ამ რადიკალურ მოთხოვნას, თუმცა ეს მოსთხოვა ჰაერში კიდია და მათ ეს ულტიმატუმი არ მოუხსნიათ.
მას შემდეგ, რაც ISFED-მა გამოხატა ინტერესი, პარლამენტის სამუშაო ჯგუფში მუშაობის თაობაზე ჩვენი კითხვა იყო ISFED-ის მიმართ, ისინი კვლავ იზიარებენ ამ ულტიმატუმს, კვლავ მხარს უჭერენ ამ მოთხოვნას? საქმე ეხება ულტიმატუმს, რომ მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღოს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის ISFED-მა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი დემოკრატიული ლეგიტიმაცია და შესაბამისად, ეს პროცესი ყოველგვარ დემოკრატიული ფარგლებს მიღმაა.
ჩვენ შეთავაზებაზე, რომ პოზიცია დაეფიქსირებინათ, თუ ამ მოთხოვნას აღარ აყენებენ, მაშინ შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ სამუშაო ჯგუფში. თუ ისინი კვლავ აგრძელებენ პარლამენტთან ულტიმატუმის ენით საუბარს, რომ პარლამენტმა დაითხოვოს მთავრობა, დააკომპლექტოს ე.წ. ტექნიკური მთავრობა, ამ შემთხვევაში, კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე რთული იქნება საუბარი. სამწუხაროდ, „ისფედისგან“ ვერანაირი პოზიცია ამაზე ვერ მოვისმინეთ. ისინი უარს ამბობენ, გაემიჯნონ ამ მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფში ისინიო მოწვეულნი არ იყვნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.