LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი – ფორმატი, სადაც წარმოდგენილია ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი მონაწილეობა გამორიცხულია

127
Capture

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას უპასუხა, რომლის თანახმად, ლავროვმა ივარაუდა, რომ 3+3-ის სრულფასოვანი ფორმატი, შესაძლოა, ახლო მომავალში ამოქმედდეს.

„ფორმატი, სადაც წარმოდგენილია ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი მონაწილეობა გამორიცხულია”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს პირობები ცნობილია და ეს არის ტერიტორიების დეოკუპაცია.

„პირველი ნაბიჯია – საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადება გვესმის. ჩვენი პოზიცია მათთვისაც ცხადია. სიმბოლიზმები და რიცხვების დასახელება მხოლოდ გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს ცალკეული ჯგუფებისთვის. ჩვენ ამას მშვიდად ვუდგებით იმ მხრივ, რომ ჩვენი პირობები ცნობილია და ეს არის საქართველოს დეოკუპაცია”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები