LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ნათელაშვილი: “ამერიკას უტევდნენ გლობალური მასშტაბის ფიგურები ლენინი, სტალინი, მაო ძე დუნი, ფიდელ კასტრო, ჩე გევარა, დღეს მათი მაგივრად შეტევაზე გადავიდნენ ფეხბურთელი ყაველაშვილი, ივანიშვილის პირადი ექიმი ხუნდაძე და გაურკვეველი სოზარ სუბარი”

5922
BeFunky-collage (1)

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ნათელაშვილი წერს, აშშ-ს უტევდნენ ისეთი ფიგურები, როგორებიც იყვნენ ლენინი, სტალინი, მაო ძე დუნი, ფიდელ კასტრო, ჩე გევარა, დღეს კი უტევენ – მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და სოზარ სუბარი.

“რა დროს მოვესწარით. ამერიკას უტევდნენ გლობალური მასშტაბის ფიგურები ლენინი, სტალინი, მაო ძე დუნი, ფიდელ კასტრო, ჩე გევარა ბოლოს და ბოლოს ჰუგო ჩავესი, დღეს მათ მაგივრად შეტევაზე გადავიდნენ ფეხბურთელი ყაველაშვილი,ივანიშვილის პირადი ექიმი ხუნდაძე და გაურკვეველი სოზარ სუბარი. მართლაც საოცარია უფალო საქმენნი შენნი!” – წერს შალვა ნათელაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები