LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა გულიაშვილს, იგივე”სემსოტას” ბრალი დაუმძიმდა

117
სემსოტა

გორში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ შალვა გულიაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ სავარაუდოდ დღეს უნდა იმსჯელოს. კრიმინალური ავტორიტეტი, მეტსახელად “სემსოტა” სამართალდამცველებმა 2 დღის აიყვანეს.

ბრალი მას ოფიციალურად გვიან ღამით წარედგინა. გამოძიება მას სისხლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევას – განზრახ მკვლელობასა და ნარკოტიკებთან კავშირს ედავებოდა. ამ ეტაპზე ბრალი კიდევდამძიმდა და ჩამოთვლილ მუხლებს იარაღის უკანონო ტარებაც დაემატა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები