7 წლიანი პაუზის შემდეგ, შაკირამ 15 მარტს მეთორმეტე სტუდიური ალბომი – Las Mujeres Ya No Lloran გამოუშვა. დისკი ისეთ არტისტებთან თანამშრომლობით შეიქმნა, როგორებიც ქარდი ბი, კაროლ ჯი და სხვები არიან.
ცნობილი გახდა, რომ კოლუმბიელ მომღერალს სამომავლოდ, ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობის სურვილი აქვს.
ახალი დისკის პრეზენტაციაზე, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ ვისთან ჩაწერდა ის დუეტს, 47 წლის არტისტმა დაუფიქრებლად უპასუხა და სანატრელ კოლაბორატორად, მისი 34 წლის ამერიკელი კოლეგა დაასახელა.
— Pop Base (@PopBase) March 24, 2024