LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირა ყველასია: როგორ შეურაცხყვეს მესი და პიკე

77

ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში, სადაც კატალონიური დერბი გაიმართა და ერთმანეთს “ესპანიოლი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდნენ, მასპინძელი “ესპანიოლის” ქომაგებმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელების შეურაცხმყოფელი ბანერები გამოფინეს.

გულშემატკივრებმა მიზანში ლიონელ მესი და ჟერარდ პიკე ამოიღეს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველ შეხვედრაში, რომელიც “ნოუ კამპზე” გაიმართა, ესპანიოლის მეკარემ, პაუ ლოპესმა მესის ფეხზე დააბიჯა. ერთ-ერთ ბანერზე კი შემდეგი ეწერა: “პაუ, შენი ფეხი ჩვენს გზას ნიშნავს”.

მეორე ბანერზე კი, რომლის ადრესატი პიკე გახლდათ, მის პოპცოლზე დაწერეს: “შაკირა ყველას ეკუთვნის”.

“ესპანიოლის” გულშემატკივრებმა კიდევ ერთი ბანერით “ბარსელონას” შეახსენეს, რომ თავის დროზე კლუბი არა კატალონიელებმა, არამედ შვედმა ჟოან გამპერმა დააარსა.

მატჩი კი “ბარსელონას” გამარჯვებით 2:0 (მუნირ ელ ჰადადის დუბლი) დასრულდა და მეოთხედფინალში გრანდი უპრობლემოდ გავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები