კოლუმბიელი არტისტი, შაკირა ახალი ალბომის გამოსაცემად ემზადება. დღის შუქს მისი ნამუშევარი, Las Mujeres Ya No Lloran დღეს, 22 მარტს იხილავს.
მანამდე კი 47 წლის ვარსკვლავმა Cardi B-სთან კოლაბორაციული ნამუშევარი, Puntería და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა, რომელმაც რამდენიმე საათში უკვე მოასწრო უამრავი ნახვის დაგროვება.
კლიპში შაკირა „კუპიდონის“ როლში გვევლინება და საოცრად პიკანტური ტანისამოსი აცვია.
„მუდამ იცის, როგორ გამხადოს ძლიერი“ – შაკირა ცეცხლოვანი ფოტოების სერიას ავრცელებს