LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირა აცხადებს, რომ პიკესთან 12 წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში საკუთარი კარიერა უკანა პლანზე გადადო – უახლესი ინტერვიუ 

170
page

ამბობენ, როცა ბედი ერთ კარს გიხურავს, სხვას გიღებსო. აღნიშნული ფრაზა შესანიშნავად ერგება შაკირას, რომელმაც პირადი ტრაგედიის შემდეგ, არნახულ წარმატებას მიაღწია თავის მუსიკალურ კარიერაში.

„პიკე, შენმა ექსმა დაგასწრო, რა ქალი დაკარგე…“ – შაკირას 6 მეტრიანი ბრინჯაოს ძეგლი დაუდგეს

მიუხედავად იმისა, რომ ჟერარ პიკეს ღალატი უკვე კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა, კოლუმბიელი არტისტი ამ საკითხზე საუბარს არ წყვეტს. ამჯერად გავრცელდა 46 წლის მომღერლის ინტერვიუ, რომელიც ახლახან, The Sunday Times-ში დაიბეჭდა. არტისტი აცხადებს, რომ პიკესთან 12 წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში საკუთარი კარიერა უკანა პლანზე გადადო.

„სიყვარულს ბევრი რამ შევწირე, მრავალი წლის განმავლობაში ჩემი კარიერა შევაჩერე, რადგან უფრო მეტი დრო გამეტარებინა ჟერართან, მას კი მეტი დრო დაეთმო თავისი საფეხბურთო კარიერისთვის. ჩემი პრიორიტეტი იყო ოჯახი, ჩემი სახლი და შვილები. მე მჯეროდა ფრაზის, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“, – აცხადებს შაკირა.

სხვათა შორის, ჟერარ პიკე და მის ახალი გულის სწორი, კლარა ჩია მარტი, ვის გამოც ფეხბურთელი შაკირას დაშორდა, მედიას კარგა ხანია ერთად არ გადაუღიათ. ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

„ქალები აღარ ტირიან“ – შაკირამ პიკეს ღალატი აპატია – არტისტის უახლესი პოსტი

სად არის კლარა ჩია მარტი? – ჟერარ პიკე GQ-ს გარეკანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები