LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაილო ჯოლი-პიტი საცხოვრებლად მამასთან გადავიდა – რას ჰყევბა ინსაიდერი

779
page

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის უფროსი ქალიშვილი, შაილო ჯოლი-პიტი საცხოვრებად მამასთან გადავიდა. ამის შესახებ ინსაიდერმა გამოცემა In Touch Weekly-ს განუცხადა.

„არანაირი უთანხმოება დედა-შვილს შორის არ მომხდარა, შაილოს მალე 18 წელი შეუსრულდება და მას ცვლილებები სურს. ის მუდამ გიჟდებოდა მამაზე და „მამიკოს გოგო“ იყო. ბრედი, რომელიც ახლა შეყვარებულთან, ინეს დე რამონთან ერთად ცხოვრობს, აღფრთოვანებული დარჩა ქალიშვილის გადაწყვეტილებით. ცხადია, ანჯელინა არ არის კმაყოფილი ამ მოცემულობით, თუმცა, იმასაც აცნობიერებს რომ შაილო უკვე ზრდასრული ადამიანია“, – აცხადებ ინსაიდერი.

ცნობისთვის, ახლახან ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლიმ, ყოფილ მეუღლეს, „შატო მირაველის“ საქმეში სასამართლო დავა მოუგო.

„ანჯელინას იმედი აქვს, რომ ბრედი შეწყვეტს მასზე თავდასხმებს, ჯოლის ის სულაც არ ეზიზღება, პირიქით, მას სურს პიტი მათ ოჯახს ამხელ სტრესის შემდეგ, ჰარმონიის მოპოვებაში დაეხმაროს“, – აცხადებს ჯოლის წარმომადგენელი.

„ის მშვენიერია!“ – ბრედ პიტმა შაილოზე საუბრის დროს ცრემლები ვერ შეიკავა

„ჯოლის ის სულაც არ ეზიზღება, პირიქით, მას სურს პიტი მათ ოჯახს ამხელა სტრესის შემდეგ, ჰარმონიის მოპოვებაში დაეხმაროს“ – ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს „შატო მირაველის“ საქმეში სასამართლო დავა მოუგო

„ვარსკვლავური გოგონა“ – 17 წლის შაილო ჯოლი-პიტის ახალი იმიჯი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები