LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების დარეგისტრირების ვადა დღეს 18:00 იწურება

28

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების დარეგისტრირების ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება. წესდების მიხედვით, კანდიდატურების დარეგისტრირების ვადა არჩევნებამდე 25 დღით ადრე უნდა შეწყდეს.

როგორც იცით, ამ დროისთვის, საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად პრეზიდენტობის მხოლოდ სამმა მსურველმა დააფიქსირა –  ლევან კობიაშვილმა, რევაზ არველაძემ და მამუკა კვარაცხელიამ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა სურს სფფ-ს  ყოფილ პრეზიდენტს მერაბ ჟორდანიასაც, თუმცა საკუთარი კანდიდატურა მას ჯერ არ დაურეგისტრირებია.

სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.