Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„სფერო ჰოლდინგი“ მზად არის შეჩერებული მშენებლობების პრობლემა გადაჭრას – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სფერო ჰოლდინგი“ მზად არის შეჩერებული მშენებლობების პრობლემა გადაჭრას

535
2018071311450223235747

კომპანია სფერო ჰოლდინგი“ ეხმიანება თბილისის მერიის შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც, დედაქალაქის მერია შეჩერებული მშვენებლობების გადმობარების შემთხვევაში, დეველოპერებისთვის ხელსაყრელი პირობებს დააწესებს. კერძოდ, ეს ეხება  შეჩერებულ ობიექტებზე კოეფიციენტების გაზრდას.

„ჩვენ მოხარულები ვართ,რომ ქალაქის მერმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. თბილისის მერიის ამ განცხადებას რამდენიმე თვით ადრე წინ უძღოდა „სფერო ჰოლდინგის“ შეთავაზება შეჩერებული მშენებლობების მიმართ , ახლა კი, უკვე დედაქალაქის მერიამ შექმნა პლატფორმა, რომელიც უფრო მარტივად გადაჭრის დედაქალაში 170-მდე შეჩერებული ობიექტის პრობლემას.

რადგანაც, ჩვენი კომპანიის დეველოპერულ სტრატეგიას სწორედ შეჩერებული მშენებლობების გადმობარება და დაზარალებულ მენაშენეთა დაკმაყოფილება წარმოადგენს, ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ნებისმიერი შეჩერებული მშენებლობის მფლობელებთან და გამოვხატავთ საჯარო ინტერესს.

მოვუწოდებთ  შეჩერებული მშენებლობების მფლობელებს სასწრაფოდ დავიწყოთ მოლაპარაკების პროცესი. ჩვენი მთავარი სლოგანი იყო, არის და რჩება „თბილისი ბეტონის ჩონჩხების გარეშე“, – ნათქვამია „სფერო ჰოლდინგის“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები