სევილიაში მდებარე ველასკესის სახლი სულ მალე მუზეუმად გადაიქცევა. კომპლექსს, სადაც ცნობილი ესპანელი მხატვარი დიეგო როდრიგეს დე სილვა ველასკესი დაიბადა, უკვე დიდი ხანია ახალი მფლობელები ყავს და მუზეუმის გაკეთების იდეაც სწორედ მათ ეკუთვნით.
პროექტის მიხედვით, ექსპოზიცია არამხოლოდ მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებას, არამედ მთლიანად სევილიის ისტორიას გააერთიანებს. ისტორიკოსთა ინფორმაციით, აღნიშნული შენობა ველასკესის ბებია-ბაბუას ეკუთვნოდა და თავად მხატვარი იქ მხოლოდ 10 წლამდე თუ ცხოვრობდა. ამასთან, ოჯახის პირადი ნივთები და ავეჯი შენარჩუნებული არ არის და ველასკესების კვალის პოვნა სახლში ძალიან რთულია.