LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სევდას ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია

15

სევდას ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია. ემოციებითა და მათი ორგანიზმზე გავლენით ბელგიელი მეცნიერები დაინტერესდნენ და ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 200 მოხალისე მონაწილეობდა.

კვლევის ფარგლებში მათ იმის დადგენა სურდათ, თუ რომელი გრძნობა აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას ყველაზე დიდ ზიანს და დაადგინეს, რომ ზიზღი და მოწყენილობა სწრაფად გავლადი ემოციებია.

რაც შეეხება ეჭვიანობას ის ადამიანის ჯანმრთელობას მინიმუმ 15 საათის განმავლობაში მაინც ვნებს. თუმცა, ყველაზე საშიში მაინც სევდაა, მისი ნეგატიური გავლენა 120 საათიც კი გრძელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები