თელავის რაიონში გუშინ მოსული სეტყვის შედეგად, დაზიანებულია ვენახები. სტიქიამ სოფლები – ვარდისუბანი, გულგულა და ნააფარეული დააზარალა.
როგორც თელავის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ნაპირელმა განაცხადა, დასეტყვილია 70 ჰექტრამდე ტერიტორია, ძირითადად, დაზიანებულია ვენახები. ნაპირელის თქმით, ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნა საჭირო არ არის, რადგან 300 ტონამდე დაზიანებულ ყურძენს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კომპანიები ჩაიბარებენ.