ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბანში უხვმა ნალექმა და სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა. სეტყვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
ზარალის დათვლას გამგეობაში ხვალ დილიდან დაიწყებენ.
სეტყვამ საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა გურჯაანის სოფელ ბაკურციხეშიც. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, ალაზნის ველზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ დასეტყვილა.