LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სესხების განულებასთან დაკაშირებული ვებგვერდი დღეს ამოქმედდება

lari

სესხების განულებასთან დაკაშირებული ინიციატივის ფარგლებში, სპეციალური ვებგვერდი vali.ge დღეიდან ამოქმედდება. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საიტი 18:00 საათზე გაეშვება.

„დღეს გაეშვება ვებგვერდი, სადაც ჩვენი მოაქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, რომ დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ რამდნიმე მსხვილ ორგანიზაციაზე, კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის“, “თიბისისა” და„ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, ვადაგადაცილებული სესხების ჩამოწერის პროცესი 15 დეკემბრიდან დაიწყება და წლის ბოლოსთვის დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები