LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სესილია მალმსტრომი: გვინდა, გავზარდოთ მეწარმეების ინფორმირებულობა ევროკავშირის დახამრების შესახებ

127

ევროკავშირი უნდა დარწმუნდეს, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების იმპლემენტაცია უფრო და უფრო აქტიურად ხორციელდება, – ამის შესახებ ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში სესილია მასლმსტრომმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოში ჩვენი ჩამოსვლის მიზანი გახლავთ ის, თუ როგორ შეგვიძლია დამატებით გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები, რომელსაც ეს ხელშეკრულება გვანიჭებს და იგი უნდა გამოიყენონ ქართულმა კომპანიებმა. იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ბიზნესკლიმატი და სტიმული მიეცეს საქართველოში პროდუქტიულობის ამაღლებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უფრო და უფრო აქტიურად ხორციელდება. ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტები, როგორიცაა მაგალითად კივი, კენკროვანები, ევროპის კავშირის მაღაზიებში შეიძლება შეიძინოს მომხარებელმა, ასევე ვმუშაობთ თაფლის მიმართულებაზე, რაც ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია,“ – განაცხადა სესლია მალმსტრომმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოში სურსათის უვნებლობის მიმართულებითაც მუშაობს. მალმსტრომის განცხადებით, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ევროკავშირის დახმარებით 250 მცირე კოოპერატივი შეიქმნა.

„ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს, ძალისხმევას იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველას გააჩნია არსებული შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გაუმჯობესებული მობილურობა. ჩვენ გვინდა, გავზარდოთ მცირე და საშუალო საწარმოების ინფორმირებულობა, ასევე მივაწოდოთ ინფორმაცია იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც ჩვენ უზრუნველვყოფთ მათთვის. მათ საშუალება ექნებათ მოითხოვონ და მიიღონ პირდაპირი დაფინანსება, კონსულტაციები და მცირე და საშუალო კომპანიები უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ. მათ უნდა გახსნან ახალი სავაჭრო შესაძლებლობები, იმუშაონ საინვესტიციო ბანკებთან ევროკავშირში,” – აღნიშნა მალმსტრომმა.

მისივე თქმით, აღნიშული საინფორმაციო კამპანია რამდენიმე დღის განმავლობაში ევროკავშირის ბიზნესკვირეულის ჩარჩოში დაიწყება.

“ამ პროცესს დღეს გავხსნით. საქართველო-ევროკავშირს შორის დამყარდა ხანგრძლივი ტრადიციული თანამშრომლობის ურთიერთობები და ჩვენ ვეცდებით, აღნიშნული მიმართულება კიდევ უფრო გავაღრმავოთ,” – განაცხადა ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები