ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების ნორმა ზღვარს არ აღემატება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათი ინსპექტორები ახლად შემოსულ ხილსა და ბოსტნეულს ამოწმებენ. პესტიციდების ნარჩენების კვლევის მიზნით, დედაქალაქსა და რეგიონებში, სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულია ადგილობრივი და იმპორტირებული სურსათის ნიმუშები, რომლებიც კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიას გადაეცა. შემოწმდა კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ხახვი, ნიორი, ახალი კარტოფილი, სტაფილო, კომბოსტო, მარწყვი.
„გამოკვლეული ხილ-ბისტნეულიდან პესტიციდების ნარჩენების ნორმასთან შეუსაბამობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა.სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდების ნარჩენების კვლევას ხილსა და ბოსტნეულში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ატარებს“, -აცხადებენ სააგენტოში.