„კახეთის გზატკეცილზე, ადგილზე სადაც ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა, ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი მიმდინარეობს“,– ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სეს-ის ინფორმაციით, საკარანტინო ღონისძიებები თბილისის მერიის მონიტორინგის სააგენტოსთან ერთად ხორციელდება.
„ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რადგან გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს“ – NCDC-ის ცნობით, გაირკვა მოზარდის ვინაობა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკა ადამიამ განაცხადა.
„კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ, სადაც ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა აღინიშნა, სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის მერიის მონიტორინგის სააგენტოსთან ერთად, საკარანტინო ღონისძიებებს ახორციელებს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკარანტინო ზონაში მიმდინარეობს ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 დეკემბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა, რადგან ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.