LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერხიო რამოსმა საკუთარი შვილი მესისაში აურია

57

მადრიდის „რეალის“ მცველ სერხიო რამოსს საკუთარი ვაჟიშვილის ფოტო ლიონელ მესის ბიჭის ფოტოში აერია.

ახალი წლის აღსანიშნავად რამოსმა ტვიტერში 2015 წლის ყველაზე გამორჩეული მოვლენების ამსახველი ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა. რამოსს გასულ წელს ვაჟი მარკო რამოსი შეეძინა. თუმცა შეცდომით კოლაჟში ლეო მესის მეუღლის ანტონელას ფოტოსურათი მოხვდა. გასულ წელს არგენტინელის ოჯახსაც მოევლინა მეორე ვაჟი – მატეო.

სერხიო რამოსმა კოლაჟი ოპერატიულად გამოცვალა.

 

 

CXkAc1SWkAAb7C8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები