მადრიდის „რეალის“ მცველის სერხიო რამოსის მეგობარმა გოგონამ ახალზელანდიური ჰაკა გაგიჟებული სახით შეასრულა.
ჟურნალისტი პილარ რუბიო საკმაოდ ცნობილია, თუმცა ასეთი ალბათ აქამდე არ გინახავთ.
რამოსის სატრფომ ლეგენდარული ჰაკა Antena 3 TV ეთერში იცეკვა – ესპანეთის მოქმედი ჩემპიონის „ვალიადოლიდის“ სარაგბო გუნდის თანხლებით.
ჰაკა – ახალზელანდიელი აბორიგენების მაორის ძველი რიტუალური ცეკვაა.
ცეკვა მთელ მსოფლიოში ცნობილი ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრების წყალობით გახდა, რომელსაც მორაგბეები ყოველი მატჩის წინ ასრულებენ.
პილარ რუბიო სერხიო რამოსს 2012 წლის შემოდგომიდან ხვდება. წყვილს ორი შვილიც ყავთ: სერხიო-უმცროსი და მარკო.