კამალა ჰარისს ინაუგურაციის დღეს სერხიო ჰადსონის შავი პალტო ეცვა. ვიცე-პრეზიდეტნმა ლინკოლნის მემორილიდან სწორედ ამ პალტოში გამოწყობილმა მიმართა ხალხს. ულამაზესი სილუეტის პალტო ჰარისმა საგანგებოდ შეარჩია და ამაში მას დიზაინერი სერხიო ჰადსონი დაეხმარა.
ჰადსონი „ჰარპერ ბაზარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყვება, რომ პალტოს კონცეფციაზე დიდი ხანია მუშაობდა. ,,ჰარისს სურდა აემაღლებინა ხალხის განწყობა, ებრწყინა და მასთან ერთად ებრწყინა ყველას“, – ამბობს დიზაინერი.
შავი პალტო მასიური მხრებითა და ატლასის საყელოთი სპეციალურად შეიკერა ინაუგურაციისთვის. პალტოზე დატანილი იყო ბროში ამერიკის დროშის სიმბოლიკით. ანსამბლს კი შავი მაღალქუსლიანი ფეხსავმელი და შავი პირბადე ასრულებდა.