LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიული მკვლელი მამაკაცებს წამლავდა და აუპატიურებდა

137

ბრიტანეთში სერიულ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის სასამართლო პროცესი იწყება. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, 40 წლის სტივენ პორტს ბრალად ოთხი ადამიანის მოწამვლა, გაუპატიურება და მკვლელობა ედება, მსხვერპლთა ასაკი 21-დან 25 წლამდე იყო, დანაშაულის ჩადენის პერიოდი კი 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის სექტემბრამდეა.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, სტივენ პორტი მსხვერპლებს ჰომოსექსუალების გაცნობის საიტზე არჩევდა და მათ საკუთარ სახლში ეპატიჟებოდა. სტუმრებს იგი საწამლავის სასიკვდილო დოზას ასმევდა, რის შემდეგაც ისინი გონებას კარგავდნენ. სანამ მსხვერპლი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მკვლელი მათ აუპატიურებდა.

ცხედრები ლონდონში, ეკლესიების ეზოებში აღმოაჩინეს. მხოლოდ მეოთხე გარდაცვლილის პოვნის შემდეგ მივიდა პოლიცია დასკვნამდე, რომ ოთხივე მათგანი ერთი ადამიანის მიერ იყო მოკლული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები