ხუან ოსორიოს პროდიუსინგით გამოსული ახალი მექსიკური სერიალი, სახელწოდებით „დაუმარცხებელი სიყვარული“ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო გახდა საინტერესო. ერთი, რომ მასში მთავარ როლებს ანჟელიკა ბოიერი და დანილო კარერა ასრულებენ და მეორე, მასში მონაწილეობას იღებს ლეგენდარული მარლენ ფაველა, რომელიც მსოფლიომ შეიყვარა გახმაურებული სერიალიდან ,,ველური კატა”.
ეს არის მარლენ ფაველასთვის პირველი უარყოფითი პერსონაჟი, სადაც ის გავლენიან და ბოროტი ქალბატონის, კოლუმბა ვილიარელ დე ტორენეგროს როლს ასრულებს. 45 წლის მსახიობი ახალ სერიალში შეუდარებელ ფორმაშია.
რაც ეხება თავად სერიალს „დაუმარცხებელი სიყვარული“, ის ცნობილი პორტუგალიური სერიალის რიმეიქია, რომელიც ეკრანებზე 2014 წელს გამოვიდა.
მედია წერს, რომ ახალმა როლმა მარლენ ფაველას მიმართ სიყვარულისა და სიძულვილის ტალღა ერთნაირად გააღვივა, რადგან მისი შესრულება მართლაც შეუდარებელია.
რა ვიცით მექსიკურ სერიალზე „სასტიკი ქალბატონი“, რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა