LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფარული ვნების“ ვარსკვლავს, კრისტინა ლილის სიმსივნის დიაგნოზი მესამედ დაუსვეს

339
ფარული-ვნება

59 წლის მსახიობი კრისტინა ლილი „ინსტაგრამზე“ გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, რომ მას სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა. მსახიობმა ამის შესახებ ორი თვის წინ შეიტყო და მხოლოდ ახლა გაანდო ეს ამბავი გამომწერებს. კრისტინა ამბობს, რომ ახლა მას რთული დღეები უდგას და მზად არის ბრძოლისთვის.

საინტერესოა, რომ ეს არის მესამე შემთხვევა მსახიობისთვის, როდესაც სიმსივნის რეციდივი ხდება. კრისტინა ლილიმ მკერდის კიბო უკვე ორჯერ დაამარცხა და ახლა პროცესი ისეც თავიდან დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ კრისტინა ლილი ცნობილი გახდა სერიალში „ფარული ვნება“ შესრულებული როლით, სადაც მან გაბრიელა ელისონდო განასახიერა. ლილიმ სერიალის მეორე სეზონშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც ამჯერად გადის ეკრანებზე.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Kristina Lilley (@kristililley)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები