LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგო ჩიხლაძე: ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ჭორიკანობა გამოქვეყნდა – ყველა დანარჩენი წერილიც მისი დაწერილი იყო…ამას გაგრძელებაც ექნება, გეგმა არის საკმაოდ მზაკვრული

283
BeFunky-collage (7)

“წინა წერილები იყო სამზადისი, რომ ბიძინა გამოჩენილიყო, რაღაც დაედასტურებინა ან არ დაედასტურებინა. რა თქმა უნდა, ამას გაგრძელებაც ექნება, ოღონდ გეგმა არის საკმაოდ მზაკვრული,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

ჩიხლაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული განცხადება „მზაკვრული გეგმის“ ნაწილია.

ხუხაშვილი: „ბიძინა მთავარს ვერ აცნობიერებს… არა ჩრდილში დარჩენით გადაწყდება ქვეყნის და თუ გნებავთ, მისი პირადი პრობლემებიც“

„ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ჭორიკანობა გამოქვეყნდა. ყველა დანარჩენი წერილიც მისი დაწერილი იყო, ახლა უკვე საკუთარი სახელით გამოაქვეყნა მან ეს წერილი. აქაც იგივე ხაზი გრძელდება, ახალი არაფერი გვინახავს. ეს არის ის, რომ ვიღაცას „ომი უნდა და ჩვენ მშვიდობას უზრუნველვყოფთ“, რომ ვიღაც ბიძინა ივანიშვილის თანხებს ბლოკავს. რაც ყველაზე მეტად აწუხებს, ისევ იმაზე გაუსვა ხაზი და ელჩთან შეხვედრაზე. ჩვენ ვთქვით კიდეც, წინა წერილები იყო სამზადისი, რომ ბიძინა გამოჩენილიყო, რაღაც დაედასტურებინა ან არ დაედასტურებინა. რა თქმა უნდა, ამას გაგრძელებაც ექნება, ოღონდ გეგმა არის საკმაოდ მზაკვრული. ეს გეგმა არის ისევ და ისევ ანტიდასავლური ხაზის გაძლიერება, რაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა- „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია. ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მიზანი არის საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადასმა, ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია უახლოეს თვეებში, ჩვენ ვნახავთ კიდევ უფრო მძიმე ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ და ანტიევროპულ განცხადებებს „ქართული ოცნების“ მხრიდან“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

ბიძინა ივანიშვილი: აშშ-ს ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა

ბიძინა ივანიშვილი: გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია – მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა

ივანიშვილი: ახლა ოცნებას შესაძლებლობა აქვს, იზრუნოს, აშშ-EU-სთან ურთიერთობები არ დაზიანდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები