რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუმ განცხადებით, კიევისთვის იარაღის მიწოდება კონფლიქტს ახანგრძლივებს.
როგორც შოიგუმ აღნიშნა, საბოლოოდ, „ისინი ბუმერანგივით ბრუნდება, რაც გავლენას ახდენს სტაბილურობაზე ევროპასა და მთელ მსოფლიოში.“
რუსეთის თავდაცვის მინისტრის აზრით, რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან მომდინარე საფრთხეების სამხედრო გზით აღმოფხვრის გარდა სხვა გზა არ დაუტოვეს:
„ჩვენი ამოცანები ნათელია და სპეციალური სამხედრო ოპერაცია ბოლომდე იქნება მიყვანილი“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.
მანვე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სისტემის რეფორმირებას კონტროლირებადი რეგიონალური ალიანსების შექმნის გზით ცდილობენ.
[related_news id=”860956″ align=”left”]
„დღეს ეს დესტრუქციული ხაზი გამოიხატება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სისტემის რეფორმირების სურვილში კონტროლირებადი რეგიონალური ალიანსების შექმნის გზით.
დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე უპრეცედენტო ზეწოლა ხდება, იყენებენ აშკარა შანტაჟს, მუქარას, ფერად რევოლუციებს და სახელმწიფო გადატრიალებას, ვრცელდება უხეში დეზინფორმაცია. ეს ყველაფერი დიდი ხანია დასავლეთის სავიზიტო ბარათია.“– განაცხადა შოიგუმ.
„პუტინის ომი არ არის NATO-ს გაფართოების შედეგი, ის NATO-ს გაფართოების მიზეზია” – ლოიდ ოსტინი