Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სერგეი ლავროვი: შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემა არ გვაქვს, მზად ვართ ნებისმიერი საფრთხისთვის – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი ლავროვი: შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემა არ გვაქვს, მზად ვართ ნებისმიერი საფრთხისთვის

85
სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ნებისმიერი საფრთხისთვის მზადაა და ქვეყნისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, საიმედოდ უზრუნველყოს რუსეთის ტერიტორიის უსაფრთხოება და ამასთანავე, უსაფრთხოება შავ ზღვაში. აღნიშნულის შესახებ ლავროვმა რომში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ლავროვის თქმით, რუსეთი ყოველთვის მომხრეა, ხელი შეუწყოს თანამშრომლობას და არა იმ პროექტებს, რომლებიც დაფუძნებულია კონფრონტაციაზე.

„ნატო-ს გეგმა, რუმინეთისა და ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროზე შექმნას ახალი საზღვაო ბაზები, არ შეესაბამება რეგიონში კეთილმეზობლობის ინტერესებს. ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ აქვს რუსეთთან ურთიერთობის სურვილი. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რას აპირებს ნატო.

ჩვენ ვეყრდნობით ფაქტებს და ფაქტები ისეთია, რომ ნატო-ს ჩვენთან არანაირი ურთიერთობა არ სურს.  როდესაც ჯერ კიდევ გვყავდა ჩვენი წარმომადგენლები და როდესაც რუსეთ-ნატოს საბჭო მუშაობდა, მას სურდა(ნატოს) მხოლოდ ცხოვრება ესწავლებინა ჩვენთვის და ყოველ ჯერზე მოითხოვდა: „მოდით, შევიკრიბოთ რუსეთ-ნატოს საბჭოში და განვიხილოთ უკრაინის საკითხი“. ეს იყო მთელი მათი ინტერესი – პროპაგანდის გაჩაღება და რუსეთზე ზეწოლა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.